“ოცნების” მხარდამჭერები „საქართველოს გზა ევროპისკენ“ ღონისძიებაზე დასასწრებად კახეთიდანაც მიემგზავრებიან (ვიდეო)

ევროპის  კვირეულის  დასკვნით ღონისძიებას კახეთიდანაც უერთდებიან. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კოლონით თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ. თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონთან 1500 -მდე ადგილობრივი დილის 10 საათიდან შეიკრიბა და თბილისში ავტობუსებით და მიკრო ავტობუსებით გაემგზავრა
როგორც ისინი „რეგიონულ კვირასთან“ ამბობენ, თბილისში ევროპის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად და “ქართული ოცნებისთვის” მხარდაჭერის გამოსახატად მიემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები