დმიტრო რაზუმკოვი – ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები, რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდებით

“გვაქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები – ეს არის ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, – ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, გიორგი გახარიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმასპინძლოს. „ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი აერთიანებს, გვაქვს საერთო მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი გამოწვევები – ეს არის ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ჩვენმა ურთიერთობამ და ქვეყნების ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც პარლამენტის, ასევე სხვა დონეზე“, – განაცხადა დმიტრო რაზუმკოვმა. ​უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები