მარია ზახაროვა: რუსეთი მზად არის პოსტსაბჭოთა სივრცეში მშვიდობას შეუწყოს ხელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მზად არის პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური კრიზისების მოგვარებას შეუწყოს ხელი.

ამის შესახებ ზახაროვამ ჟურნალისტებს, მოსკოვი-კიშინიოვი-თბილისი-მინსკის ვიდეოხიდის დროს განუცხადა, რომელიც Sputnik-ის პრეს-ცენტრში გაიმართა.

„შეგვიძლია შუამავლის როლი შევასრულოთ. არაერთხელ მოვახდინეთ ამის დემონსტრირება, ჩვენი ექსპერტების და მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. შეგვიძლია ისეთი მხარეების დაშორიშორება, რომლებიც კრიზისის აქტიურ ფაზაში იმყოფებიან. ეს პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტების უამრავ წერტილში მომხდარა. გაიხსენეთ, მაგალითად, ტაჯიკეთი“, – აღნიშნა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები