14-15 დეკემბერს, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამუშაოების წარმოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, დაგეგმილია, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის მასის ჩამონგრევა.
სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 14 და 15 დეკემბერს, 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით იქნება უზრუნველყოფილი.