“პრემიერისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს”

“უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, რომელიც გაგვაჩნია, როგორც საერთო პრობლემებთან გამკლავების როგორიც არის ოკუპაცია და ასევე, ევროპული ინტეგრაციის კუთხით პოზიტიური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთანაც გამართავს.

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის ორმხრივი ნაწილი. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. ჩვენ პირველი შეხვედრა გავმართეთ უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას და მეგობრობას და რა თქმა უნდა იმ შესაძლებლობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებსაც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, რომელიც გაგვაჩნია საერთო პრობლემების გამკლავების, ასევე პოზიტიური გამოცდილების თვალსაზრისით, როგორიცაა ოკუპაცია და ევროპული ინტეგრაცია. შეხვედრა იყო პოზიტიური. ასევე, გეტყვით იმას, რომ უახლოეს წუთებში შედგება შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ასევე, გაიმართება შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვექნება რამდენიმე ღონისძიება, სადაც პატივს მივაგებთ უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ასევე, გოლოდომორისა და ზეციური ასეულის მემორიალს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები