ავარია გორში – მიკროავტობუსი, რომელსაც შშმ ბავშვები გადაყავდა, ყინულზე მოცურდა და გადატრიალდა

გორში, ელექტროფიკაციის დასახლებასთან მიკროავტობუსი ყინულზე მოცურდა და გადატრიალდა. ავარიის დროს მიკროავტობუსში შშმ პირები იმყოფებოდნენ. დაშავებულია ერთი მგზავრი, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედ პერსონალის განცხადებით, პაციენტი უკვე გაწერეს სახლში. სავარაუდოდ, ბავშვები მძღოლს დღის ცენტრში გადაჰყავდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები