გოგა ხაინდრავა: ეკა გიგაური სიცრუის მანქანის სახეა

“გიგაური და მისი დაწესებულება წამლავს საზოგადობას სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სააპელაციო სასამართლოში განაცხდა.

მისი თქმით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.
ამ განცხადებისთვის, გიგაური ხაინდრავას რეპუტაციის შელახვასა და ცილისწამებაში ადანაშაულებდა. თუმცა საქალაქო სასამართლომ, ცილისწამების ნიშნები გიგაურის სარჩელში ვერ დაინახა და შესაბამისად მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„გადაწყვეტილება გამოტანილია დიდი ხანია. გიგაური არის სიცრუის მანქანის სახე. იგი ცილს წამებს ამ საზოგადოებას, რაც მავნებელია. მისი ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენენ, გუშინ აჩვენეს პარლამენტში, როდესაც იქაურობა მოწამლეს. გიგაური და მისი დაწესებულება წამლავს საზოგადობას სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით. ამის მაგალითი არის ისიც, რომ თადუმაძეს ცილი დასწამეს, რომ მას არ აქვს დიპლომი. მხოლოდ იმიტომ დავდივარ სასამართლოებზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს, რას წარმოადგენენ ისინი. გუშინ რაც მოხდა პარლამენტში, არის მათე სახე. ისინი წამლავენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. ყველგან, სადაც მომეცემა შესაძლებლობა, ვამხელ მათ ამაში. ამისთვის მინდა ეს სასამართლო. ადვოკატი ცრუობს და გიგაურიც ცრუობს მუდამ. მე არ მითქვამს, რომ გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციაში, მე ვთქვი, რომ მან დააჯილდოვა კაციჭამიები, ბოროტმოქმედები, რომლებმაც სისხლის ჩაახშეს ქართული საზოგადოების ნება. ამის საბუთები წარვადგინე სასამართლოში და დადასტურებულია ყველანაირად. დანარჩენი არის ყველაფერი სიცრუე.
ადვოკატი, რომელიც ვექილს ეძახის თავის თავს, ტყუის ყველა გამოსვლაში. მე ვთქვი, რომ მან დააჯილდოვა ის ადამიანები და ამაში მან ვანო მერაბიშვილისგან, ამ დამნაშავისგან და კაციჭამიისგან მიიღო ჯილდოდ რიგგარეშე წოდება. ეს დავადასტურე საბუთებით. ვერსად ვერ გაექცევიან სიმართლეს ვერც გიგაური, ვერც მშვენიერაძე, ვერც ვერავინ, დანარჩენი „ნაცმოძრაობები“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

​თავად გიგაური სხდომას არ ესწრებოდა.

​შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.
​თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები