საქართველოში, შესაძლოა, 2025 წლის ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდეს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩის და გენერალური მდივნის რაფაელე პანიოცის მიერ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის სახელზე გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ.

2020 წლის თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს “ფესტივალი 2025”-ის შემფასებელი კომისიის წევრები ოფიციალური ვიზიტით ესტუმრებიან.

სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC -ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები