სოფო კილაძე: კანდიდატები, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ “ნაცმოძრაობის” ინტერესების გამტარებლები არ არიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებლები ნამდვილად არ არიან,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მან მხოლოდ 11 კანდიდატს დაუჭირა მხარი.

“20 დღის მანძილზე ვუსმენდით კანდიდატებს პირდაპირ ეთერში. შეგიძლიათ ნახოთ რა კითხვები და პასუხები იყო, როგორი წარსული აქვთ, ყველაფერი შევაჯამე მე პირადად და მხოლოდ 11 კანდიდატს დავუჭირე მხარი. ადამიანები, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ ნამდვილად არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებლები”,- განაცხადა კილაძემ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, ამის შემდეგ, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები