გიგი უგულავა: პოლიცია მომადგა სახლში და ბრალს მიყენებს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს

“პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს”, – წერს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

როგორც უგულავა ამბობს, სპორტსმენი ბადრი გავაშელაშვილი ცემის გამო უჩივის.

“ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს”, – წერს უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები