კახა კალაძე 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებისთვის კონტრაქციის დარქმევას არასწორს უწოდებს

არანაირ კონტრაქციაზე არ არის საუბარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძე არასწორს უწოდებს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისთვის კონტრაქციის დარქმევას.

​„არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. მოსახლეობას ნუ მიაწოდებთ არასწორ ინფორმაციას, არანაირ კონტრაქციაზე არ არის საუბარი. საქართველო ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის მერე ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა და მიღწევები და ის, რომ ჩვენ გავხდით თავმჯდომარე ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გაიმართება ახალგაზრდების ხელმძღვანელობით ეს კონკრეტული ღონისძიება 14 დეკემბერს. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს, დაესწარით ღონისძიებას ეს იქნება საზეიმო ღონისძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საჯარო მოხელეებს დაეგზავნათ მუქარის შემცველი მესიჯები, თუ არ მოვლენ 14 დეკემბერს აქ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები