მერი დავითაშვილისა და ანა კალანდაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, კომპოზიტორ მერი დავითაშვილისა და პოეტ ანა კალანდაძის 95 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შესრულდება მერი დავითაშვილის რომანსები ანა კალანდაძის ლექსებზე.
მონაწილეობენ: გია გაგნიძე (ბარიტონი), თუნა მამულაშვილი (სოპრანო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ვიქტორია ჩაპლინსკაია (მსახიობი), გიორგი ჩაჩანიძე (მსახიობი).
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი, ხელმძღვანელი ლია ჭონიშვილი.
პარალელურად გაიმართება ქეთი მატაბელის ნამუშევრებით გაფორმებული რომენსების კრებულის – „თბილისური ჩანახარების“ წარდგენა, ფოიეში კი ქეთი მატაბელის ორიგინალი ნახატები გამოიფინება.
დამდგმელი რეჟისორი – ნარგიზა გარდაფხაძე.