„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები ცნობილია
ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემია“ 2019 წელს ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანს 24 ნომინანტიდან რვა ნომინაციაში გადაეცა.
თეატრალური ხელოვნება – გეგა გაგნიძე, სპექტაკლი „ბალიშის კაცუნა“.
კინოხელოვნება – გიორგი წერეთელი, დავითის როლი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან -„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (რეჟისორი ლევან აკინი).
პროზა – დათია ბადალაშვილი, პროზაული კრებული „ფიჭვები შორს იყო“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).
პოეზია – ნინი ელიაშვილი, ლექსების კრებული „წერტილის შემდეგ“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).
მუსიკალური ხელოვნება – სანდრო ნებიერიძე, მუსიკალური ალბომი „Sandro Nebieridze Piano – Prokofiev, Rachmaninov“ (ალბომი გამოცემულია Harmonia Mundi – მიერ).
ჰუმანიტარული მეცნიერებები – ოთარ გაბუნია, „შუამდინარული წარღვნის მითი“ (გამომცემლობა „ლოგოსი“)
სახვითი ხელოვნება – ლადო ლომიტაშვილი, ინსტალაცია „სიზმარი წყალს მოუყევი და წყალი მოუვლის“
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ანა გოგოლაშვილი, ნაშრომი„ტერბუტალინის ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ციკლოდექსტრინის ტიპის სელექტორების გამოყენებით და სელექტორ სელექტანტის მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების შესწავლა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული სპექტროსკოპიის გამოყენებით“.
2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. 2019 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.
„წინანდლის პრემია“ 1998 წელს დაარსდა, პირველი დაჯილდოების ცერემონიალი 1999 წელს შედგა.