სოფო კილაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რაღაცას გულისხმობდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კილაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი განცხადებაში სხვა რამეს გულისხმობდა.

“ჩვენ რა თქმა უნდა გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. ამას გულისხმობდა ალბათ,” – განაცხადა კილაძემ.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები