სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ათონელის რეზიდენციასთან მოძრაობა “შეცვალე” და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები