ვანდალიზმი ახალციხეში – სარეკრეაციო სკვერში სკამები მოგლიჯეს
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე არსებული სკვერიდან, რომელიც ორი წლის წინ მოეწყო, ხუთი სკამი და რვა ურნა მოგლიჯეს და მდინარესთან გადაყარეს.
დაზიანებული სკამებისა და ურნების ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში ახალციხელი გიორგი ბლუაშვილი აქვეყნებს, თან თავის კომენტარს ურთავს.
„ეს არის ახალციხეში, ასპინძის ქუჩასთან ახლად გაკეთებული სკვერის ინვენტარი!! ამ საქციელის ჩამდენის შეფასება თქვენთვის მომინდია, ჩემო ახალციხელებო!!!!“, – წერს ადგილობრივი.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ შპს „კეთილმოწყობამ“ მოგლეჯილი და გადაყრილი ინვენტარი ისევ სკვერში დააბრუნა. მათი ინფორმაციით, ვანდალიზმში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არ არიან.