კახა კალაძე: მივაღწიეთ შეთანხმებას, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ისე, რომ მოსახლეობას ტარიფები არ გაეზრდება
ჩვენ, შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაც.
“ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ერთ-ერთი კომპონენტი ზუსტად ჰაერის დაბინძურებაში ეს არის ზოგადად ტრანსპორტი, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები ვინც დაიწყებს ამის მოწესრიგებას და კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მივადექით საკითხს, რომ მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლება პარალელურად იმ პროცესებისა, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით, ჩანაცვლებით და პარკის განახლებით. ჩვენ, შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები”, – განაცხადა კალაძემ.