ბაგრამის ავიაბაზასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 48  სამოქალაქო პირი დაშავდა.
სააგენტო „პჟავაკის“ ინფორმაციით, ნატოს კოლონასთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, თუმცა მოგვიანებით, ნატოში სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ იერიშის სამიზნე სამხედრო ბაზასთან მშენებარე საავადმყოფო იყო.
ადგილობრივი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები დაინგრა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები