რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან ინციდენტი მოხდა. ორმა მამაკაცმა ადგილზე შეკრებილ რამდენიმე ადამიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში მალხაზ მაჩალიკაშვილიც ჩაერთო.
შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს, მათ აგრესიულად განწყობილი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებსაც მიაყენეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” კარვებია გაშლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები