ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნის – „შავი ფურცლის“ წარდგენა გაიმართება

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო “ბესტ ვესტერნში”  “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის” ავტორის, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ლექსები კრებულის – „შავი ფურცლის” წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნიკოლოს ტოტოღაშვილი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის” გამარჯვებულია. მისი პროზაული ნაწარმოები ქართველ მკითხველში უკვე პოპულარობით სარგებლობს.
ამჯერად, ავტორი მკითხველს საკუთარი შემოქმედებიდან ლექსებს გააცნობს და რამდენიმე მათგანს ღონისძიებაზეც წაიკითხავს.
ღონისძიებაზე კრებული – “შავი ფურცელი” და რომანი – “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” 20%-იანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.
მის: აფაქიძის #11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები