აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ოცნებიდან” : არ ვუჭერ მხარს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან” გიორგი მანველიძე ამბობს, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარს არ უჭერს. მანველიძემ საკონსტიტუციო ცვლილებას ხელი მოაწერა თუმცა პოზიცია შეიცვალა და აღნიშნულის მიზეზად, ქვეყანაში რადიკალური ძალების მიერ დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

,,მე არ დავუჭერ მხარს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას მითუმეტეს ხედავთ რომ გააქტიურდა რადიკალური ძალები, რომელთაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. მე ამიტომაც ვერ ვხედავ პროპორციული არჩევნების ჩატარების საჭიროებას, უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა იმ ძალების სასარგებლოდ რომლებიც ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ“, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები