საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, თბილისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს 

11-13 დეკემბერს, შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და მისი საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების შესახებ იურისტები და პროფკავშირების ლიდერები სამდღიან კონფერენციაზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პროფკავშირების ლიდერები  და იურისტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროების ხელმძღვანელები და ექსპერტები ჟენევიდან, ბრიუსელიდან და შრომის საკითხების სპეციალისტები.

განიხილება ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ფუნდამენტური პრინციპები და უფლებები სამუშაო ადგილებზე, გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება კონვენციები 87 და 98, იძულებითი შრომა და ბავშვთა შრომა, შრომის საერთაშორისო სტანდარტები (ILS) დისკრიმინაციის შესახებ. კონვენციები 111 და 100 და აგრეთვე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დასაქმებულთა მთავარი გამოწვევები და პრობლემები.
სამდღიან კონფერენციას სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ” ში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, 09:30 საათზე გაიხსნის.

კონფერენცია ადამიანის უფლებათა დღეების ფარგლებში იმართება და ეხება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დასაქმებულებს აქვთ საქართველოში და რეგიონის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები