თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები “რუსთავი 2-ის” საქმეზე არავითარ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება

​იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილება გაახმოვანა და განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები დღეიდან უკვე საბოლოოა და არავითარ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

წულუკიანმა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც სახელმწიფო ინტერესის და სიმართლის დასაცავად იყო მობილიზებული მადლობა გადაუხადა.

“დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, გუშინ 9 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას სთხოვდნენ. შესაბამისად, “რუსთავი 23-ის” ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას, “რუსთავი 2-ის” მესაკუთრეების ყარამანიშვილებისა და შპს ტელეკომპანია “საქართველოს” ყველა პრეტენზია, რომელიც მათ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ჰქონდათ წარდგენილი, როგორც ისინი უარყოფილ იქნა 18 ივლისს, არცერთი დარღვევა არ დადგინდა. ყველა ამ ნაწილში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები დღეიდან უკვე არის საბოლოო და არავითარ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ეს არის, სახელმწიფოს და იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის, რომლის წინააღმდეგაც იყო მიმართული საჩივარი დიდი გამარჯვება, მეორე გამარჯვება და მე ყველა იმ საჯარო მოხელეს რომელიც სახელმწიფო ინტერესის და სიმართლის დასაცავად იყო მობილიზებული მინდა მადლობა გადავუხადო. ასევე მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსთვის, მისი დიდი პალატისთვის, რომელიც ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებდა, რადგან მათ თავის დროზე მრავალი შეტევა, შეურაცხმყოფელი სიტყვები დაიმსახურეს და ჩვენ ვიდექით ქართული მართლმსაჯულების სადარაჯოზე ევროპაში. როგორც 18 ივლისს ისე გუშინ, 9 დეკემბერს ევროპული სასამართლოს დონეზე დამტკიცდა, რომ სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ამ საქმეზე არ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არ არღვევს საკუთრების უფლებას”,- განმარტა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები