ხელოვნების სასახლეში წიგნის – „ქართველთა თავსაბურავის“ წარდგენა გაიმართება

11 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წიგნის  – „ქართველთა თავსაბურავის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული სასახლიდან აცნობეს, 600-გვერდიანი, ორენოვანი კატალოგი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო პროექტის ნაწილია და „ქსოვილი საქართველოდან“ გამოცემის მეორე ტომს წარმოადგენს. ენციკლოპედიური ნაშრომში შესულია როგორც ხელოვნების სასახლის, ასევე ამავე სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციები. იგი 500-ზე მეტ მაღალი ხარისხის ილუსტრაციას მოიცავს და ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნუმდე ქართველთა ჩაცმულობის ისტორიაზე გვიყვება. წიგნს ერთვის ქართული გვირგვინების, ქუდების და ქსოვლის გრაფიკული ფორმების სამი ატლასი.
პროექტის ფარგლებში წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ქართული ისტორიული ქსოვილისა და თავსაბურავის გამოფენაც.
ექსპოზიცია თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ, ისტორიული ფრესკების მიხედვით აღდგენილ ქსოვილებსა და იმ უნიკალურ ქართულ სარიტუალო გვიტგვინს გააერთიანებს, რომელსაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თავდაპირველი იერსახე დაუბრუნდა. რესტავრატორებისა და იუველირების მიერ 6 თვის მანძილზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გვირგვინს უწინდებურად ამშვენებს 48 ბრილიანტი, 1 დიდი ოქროსფერი სამეფო ტოპაზი, 7 ზურმუხტი, 48 ძოწი, 19 ჟადეიტი, 12 ფირუზი, 8 ციტრინი და 12 მთის ბროლი.
მხოლოდ ერთი დღით, ღონისძიებაზე კატალოგი „ქართველთა თავსაბურავი“  სპეციალურ ფასად გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები