პუტინმა ზელენსკის ლექსით მიმართა – რა შემთხვევაში მიიღებს უკრაინა გაზს 25%-იანი ფასდაკლებით
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა განაცხადა, რომ კიევი მოსკოვთან, გაზთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გააგრძელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს „გაზის ომის ფონზე“ მოხდეს.
„გაზის საკითხზე მიზანს მივაღწიეთ – გავიყვანეთ გაზის ტრანზიტის საკითხი დონბასში საკითხს გარეთ. კონტრაქტთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით, მაგრამ ეს პარიზში მოსალოდნელი არც იყო. უკრაინა გაზთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გააგრძელებს, შესაძლოა, მარტივი იყოს, შესაძლოა „გაზის ომის“ ფონზე. მაგრამ ამისთვის მზად ვართ. უკრაინას გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი კონტრაქტი სჭირდება“,-დაწერა გონჩარუკმა.
9 დეკემბერს ელისეის სასახლეში, „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები დონბასში შექმნილი ვითარების განსახილველად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, პირველად, შეიკრიბნენ.
ლიდერებმა პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. უკრაინის და რუსეთის პირველმა პირებმა “ტეტ-ა-ტეტ” ფორმატში კიევისთვის გაზის ტრანზიტის საკითხი განიხილეს.
როგორც მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, უკრაინას გაზი, შესაძლოა, 25%-ით ნაკლებ ფასად მიაწოდონ.
პუტინმა ზელენსკის ლექსიდან რიტორიკული კითხვით მიმართა: „ჩვენ ბინაში გაზი გვაქვს, თქვენ? თქვენც გაქვთ. და გექნებათ. შესაძლოა ბევრად იაფადაც, თუ პატიოსან მუშაობაზე შევთანხმდებით. შესაძლოა 25%-ით იაფი იყოს, ვიდრე ახლა იხდის მომხმარებელი“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე კიევისა და მოსკოვის პოზიციების შედარებითი მიახლოება მოხდა. მისი თქმით, საუბარია ხანგრძლივ კონტრაქტზე, „უკვე არავინ საუბრობს ერთწლიან კონტრაქტზე. მე 10 წელი მინდოდა. მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც ერთი მხარე ერთ წელზე საუბრობს, მეორე კი 10-ზე“.