კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება

15 დეკემბერს, 15:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზი კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტს უმასპინძლებს, რომელიც სემინარიის დაარსებიდან 10 წლისთავს ეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ: კამერული ორკესტრი და სემინარიის მოსწავლეები –
გიორგი ბუაძე, ზურაბ გერაძე, ანა გოგოლაძე, ანნა კვიჟინაძე, მარიამ კუხიანიძე, კატო მელიქიძე, ლიზი რაზმაძე, ქეთევან ტაბიძე, ელენე ჩხარტიშვილი, ელისაბედ ჩხეიძე, ნატალია ცაგარეიშვილი.
დირიჟორი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი – რევაზ ტაკიძე.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები