„საქმიანი და ბოჰემური თბილისი“ – სემინარი გაიმართა

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA), სემინარი – „საქმიანი და ბოჰემური თბილისი“ (თბილისის ბაზრები და ბოჰემური ბაღები) ჩატარდა. სემინარი, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში არსებული ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა.
სემინარი ჩაატარეს: ფილოსოფოსმა ალექსანდრე პაიკიძემ  და არქიტექტორმა თამარ ლორთქიფანიძემ.
სემინარზე განიხილეს თბილისური ბაზრები, ქარვასლები და სავაჭრო რიგები; ჩამოსული ვაჭრების და მეწარმეების წვლილი ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში; სალონური ცხოვრება და ქალაქის გასართობი ბაღები.
დეკემბერში დამატებით გაიმართება სემინარები შემდეგ თემატიკაზე:
•14 დეკემბერს – თბილისის ეკოტურისტული პოტენციალი;
•16 დეკემბერის – თბილისელი ქალები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები