ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინის ომის გმირის – ამინე ოკუევასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა – Amina: Life  გაიხსნება.
როგორც „კვირას“ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, გამოფენა ეძღვნება კიევში, მაიდანზე მოწყობილი ღირსების რევოლუციისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის განმანთავისუფლებელი ომის გმირის – ამინე ოკუევას ხსოვნას.
ამინე ოკუევა 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსმა დაქირავებულმა „ბოევიკებმა“ მოკლეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამინეს 34 ფოტო – ზუსტად იმდენი, რამდენი წელიც იცოცხლა ამ ქვეყანაზე. აქედან 17 ფოტო არის შავ-თეთრი, აღმოსავლეთ უკრაინის ომის „ცხელი წერტილებიდან“. ხოლო 17 ფერადი ფოტო ეძღვნება ამ უმშვენიერეს და უშიშარ ქალს, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებას შესწირა.
გამოფენა Amina: Life 2018 წელს წარმოდგენილი იყო უკრაინის პარლამენტში, 2019 წელს კი ის პოლონეთის სეიმის შენობაში გამოიფინა.
გამოფენა 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები