ოკუპანტებმა ახმაჯთან შეშის შეგროვებისას, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ, საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა.

დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრები მერაბ და ავთანდილ გამხიტაშვილები. 14 წლის ავთანდილ გამხიტაშვილი, როგორც არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, დანარჩენების მიმართ კი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი გამოძიებას აწარმოებს.

ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავება მაშინ მოხდა როდესაც საქართველოს მოქალაქეები ტყეში შეშას აგროვებდნენ.

საქართველოს მოქალაქეების დაკავება “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. უწყების ცნობით, მათი უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა “ცხელი ხაზი” გაააქტიურა და მათ შესახებ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები