„ეს რა უსამართლო ომის მსხვერპლი გამხდარხარ, მეგობარო“!

ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლელა თოლორდავა ეხმიანება.
„ეს რა უსამართლო ომის მსხვერპლი გამხდარხარ, მეგობარო! გუშინდელ დღემდე ჭურში ვყოფილვარ, ზურა პირველის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი დამიკოპირა მეგობარმა: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10221150821185144&id=1383237335

ლელა, შენ არ იცოდი, რა ამბები ტრიალებდა კინოაკადემიაშიო…
გამოსაძიებელიც არაფერია, ზაზა ურუშაძე კი არ მომკვდარა, მოუკლავთ!
ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შევედი და ეს განცხადება დამხვდა:

,,საქართველოს კინოაკადემიის წევრების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილი კინოაკადემიის ყრილობა – არ შედგება. დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ”.
ჩავყევი გვერდს და ზაზას გარდაცვალებაზე არაფერს წერდნენ. გავოგნდი, ან კი რას მოველოდი მათგან, ვინც ასე მოექცა ღირსეულ კაცს. როგორც ჩანს, ახლა კინოაკადემიის სადავეები იმ ხალხის ხელშია, ვინც ზაზა ურუშაძე ამ ზომამდე მიიყვანა. გვერდის ადმინი კი მათი ყურმოჭრილი მონაა და სამსახურის დაკარგვის შიშით, არ გამოიჩინა ინიციატივა და ორი პწკარიც კი არ მიუძღვნა დიდ რეჟისორს…
იმ სამარცხვინო განცხადებას ყრილობის გადადებასთან დაკავშირებით, ორი მოწონება და ერთი კომენტარი ჰქონდა, ის ერთიც ღიად ადანაშაულებდა აკადემიას ზაზას მკვლელობაში.
ამ ურეიტინგო გვერდზე რა აზრი ჰქონდა კომენტარის დაწერას, მაგრამ მაინც დავწერე:
,,ყრილობის გადადების მიზეზს რატომ არ წერთ?! კაცი მოკალით და ახლა სამძიმარსაც არ უცხადებთ ოჯახს?! იმდენი მაინც არ დაიმსახურა ქვეყნისა და ქართული კინოს წინაშე ზაზა ურუშაძემ ნეკროლოგი დაგეწერათ მასზე?! ცნობილი მსახიობების ოჯახის წევრების გარდაცვალების ამბებს თქვენგან ვიგებთ. როგორ არ გრცხვენიათ, ასე როგორ გაიბითურეთ თავი?! თქვენ ყველას ერთად აღებულს ასი თავით გჯობნით ზაზა ურუშაძე, და გაჯობებთ ყოველთვის, იმიტომ, რომ ის პირველ რიგში იყო პიროვნება და მერე დიდი რეჟისორი. კოჭებამდე ვერ მისწვდებით მას, პატარა ადამიანებო!! ,,მანდარინები” დაგადგათ გულზე, ბოღმით და შურით ხართ სავსე. ბოღმიანი და შურიანი ღირებულს ვერაფერს შექმნის! მკვდარი ზაზა გაჯობებთ სულ, ბეჭებზე დაცემული დარჩით , ვეღარ წამოდგებით, რადგან თქვენ ისეთი ღირსეული კაცი მოუკალით ქვეყანას, ოჯახს, სამეგობროს, ეს დანაშაული მთელი სიცოცხლე დამღად დაგაჩნდებათ უტიფარ შუბლებზე! ხოდა, ამიერიდან იარეთ თავდახრილებმა, ზურგზეცოდვააკიდებულებმა, პირსისხლიანებმა! ვის რაში სჭირდება ეშმაკს სულმიყიდული არარაობების გადაღებული კინო?!
მძულხართ, მეზიზღებით და თქვენი სახელის ხსენება არ მინდა. დღეიდან უხსენებლები ხართ ჩემთვის! ყველაზე მაგარი პიროვნება, ყველაზე მაგარი რეჟისორი და მეგობარი მომიკალით! მკვლელებო, არაადამიანებო!”
დავწერე და მაშინვე მივხვდი, რომ წაშლიდნენ, ამიტომაც დავაკოპირე და შევინახე.
ახლა წაშალეთ!
ახლა შემიშალეთ ხელი გავრცელებაში!
მეგობრებო, გააზიარეთ, გთხოვთ!

P.S. ზაზა ურუშაძე, შენ ლომი იყავი და ლომად დარჩები, ვაი, რომ შენს მეფურ ფაფარს შესეულმა მკბენარებმა გიმსხვერპლეს. შენს ადგილს მაინც ვერ დაიკავებენ, ზედმეტად პატარები არიან, ლომის ტყავში რომ შეძვრნენ, მუდამ მკბენავებად დარჩებიან!“ – წერს ლელა თოლორდავა.
11 სექტემბერს, საქართველოს კინოაკადემიის წევრებისადმი მიმართვის შემდეგ, ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
პირველი ყრილობა აგვისტოში ჩატარდა ხმაურის ფონზე, თუმცა კვორუმი არ შედგა და ჩაიშალა.  მოქმედი პრეზიდენტისთვის, ზაზა ურუშაძისთვის მხარდაჭერის საკითხზე უნდა ემსჯელათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები