ნინო ქადაგიძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

15 დეკემბერს, 18:00 საათზე, „შაქრო ბაბუაში“,  მწერალ ნინო ქადაგიძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება.

,,ვწერ ქართული სიტყვის სიყვარულით. მგონია, რომ ადამიანიც ერთი სიტყვაა, ღვთის ყოვლისშემძლე ხელით დაწერილი. უბრალოდ, უნდა გამოვიცნოთ რომელი სიტყვა ვართ და ამოვიკითხოთ საკუთარი თავი, ამ სიტყვითვე შექმნილ სამყაროში.
ვწერ მინიატურებს. მგონია, რომ მინიატურა ხანგრძლივობით წუთისოფელს ჰგავს… მოსასწრებს, სწრაფად ამოსაკითხს, მოსასწრებს… ჰოდა, მეც გელით, მოვასწროთ და ერთად გამოვტაცოთ წუთისოფელს საინტერესო წუთები“… – წერს ნინო ქადაგიძე.

საღამოზე განთავსებულ საქველმოქმედო ყუთში ყველას შეუძლია შემოწირულობის გაღება. შემოსული თანხა გადაეცემა  შშმ ბიჭს კახეთიდან, რომელმაც ჩააბარა პროფესიულ სასწავლებელში, ასევე სხვა ბენეფიციარებს, რომლებიც სწავლობენ და სწავლისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები