სომხეთში, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სომხეთში, „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს 43 წლის მოქალაქის დაკავება 6 დეკემბრის საღამოს მოხდა. მამაკაცი ბუქარესტში მიფრინავდა.

სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 3 ივლისიდან არის გამოცხადებული. მას ბრალად ქურდობა და ქონებრივი ზიანის მიყენება ედება.

მამაკაცის დაკავების შესახებ სომხეთში ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს და პროკურატურას ეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები