მალხაზ თოფურია ვახო სანაიას: როდესაც ჟირინოვსკის კლოუნებს და შევარდნაძის მოსმენა-დასმენის მაღალჩინოსნებს ადამიანის ლანძღვის ექსკლუზიურ უფლებას აძლევთ, ობიექტურობაზე ნუღარ იკამათებ

როდესაც ჟირინოვსკის კლოუნებს და შევარდნაძის მოსმენა-დასმენის მაღალჩინოსნებს ადამიანის ლანძღვის ექსკლუზიურ უფლებას აძლევთ, ობიექტურობაზე ნუღა იკამათებ, – ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს და ვახო სანაიას მიმართავს.

მისი თქმით, კახა კუკავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მას “მარადიორი” უსაფუძვლოდ უწოდა და ჟურნალისტებს არანაირი პასუხი არ გაუციათ.

“1 კვირის წინ თქვენი ტელევიზიიდან ნაბიჭვარმა კახა კუკავამ ყოვლად უსაფუძვლოდ მარადიორი მიწოდა! თქვენ არ გაგიციათ პასუხი, არც ჩემთვის მოგიციათ შანსი! მითუმეტეს დიანა ტრაპაიძემ კარგად იცის, ვინ ვარ. ამდაგვარი სიბინძურე მიუხედავად უდიდესი ზიზღისა სააკაშვილის მთავრობამ ვერ შემითხზა!

ობიექტურობაზე ნუღარ იკამათებ, პატივცემულო!

როდესაც ჟირინოვსკის კლოუნებს ხომერიკის ძუძუს გოჭს და შევარდნაძის მოსმენა-დასმენის მაღალჩინოსნებს ექსკლუზიურ უფლებას აძლევთ ადამიანის ლანძღვის ისე, რომ პასუხი ვერ გაეცეს”, – წერს მალხაზ თოფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები