დირბში სიძის მკვლელობის ბრალდებით ცოლისძმა დააკავეს – ნივთმკიცებად ამოღებულია ნაჯახი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში სიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლულის ცოლისძმა დააკავა.
დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელსაც უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.
არსებული ინფორმაციით, სიძე ცოლისძმამ ნაჯახით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს,
დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გრძელდება გამოძიება”.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა 6 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.