გია აბაშიძე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: “ფეიკის” მიზანია ხალხს დაუჯერებელი ტყუილი დააჯეროს

ექსპერტი გია აბაშიძე ვებგვერდ “netsport.ge”-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც “ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.
“ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ სიყალბეზე, რომელსაც “ნაც აქტივისტები” აზიარებენ:
გვაქვს შიდა მოხმარების ყალბი ამბები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ და რუსული დეზინფორმაცია. იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ კარგ პროპაგანდას ეწევიან რუსულ დეზინფორმაციასთან გამკლავებაზე, ასევე უნდა მოახდინონ ალარმიზაცია ამგვარი სიყალბეების გავრცელებაზე. თანაც პრიმიტიული სიყალბეების, რადგან “ფეიკის” მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი…“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები