გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საქმე ეხება ერთ-ერთი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სუსი კახა კალაძისა და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელის – ილია წულაიას წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს.
“კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო და წარმატებული მერი, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენს ქალაქში. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა