ნიკა გვარამია: გამოკითხვაზე განმამარტინეს, რატომ არ არის ხელისუფლების დამხობა ბიძინა ივანიშვილის დამხობა  

“ბიძინა ივანიშვილის დამხობა, რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, ეს განმამარტინეს გამოკითხვაზე, რისთვისაც მრცხვენია”, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ნიკა გვარამიას თქმით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი სისტემა საქმეებს გრიფით „საიდუმლოს“ აბსურდულად და კონსტიტუციის დარღვევით ანიჭებს.

„317-ე მუხლია, მოგეხსენებათ უკვე მესამედ, ამჯერად სტატუსისთვის. „საიდუმლო“ გრიფი ადევს და განგვიმარტეს, რომ საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს, რომ რა შეკითხვებიც დავსვით, ის არ გაახმოვანოთო, თუმცა, არაფერი გასახმოვანებელი არ არის. თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ რა შეკითხვებს დასვამდნენ: რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში, თუ არ იციან, რა ვიგულისხმე უზურპატორში, მაშინ საერთოდ რატომ დაიწყეს. განვმარტე ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა. ეს განმამარტინეს, რისთვისაც მრცხვენია, არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც კი მომიწევდა. თუმცა, არ ესმით ალბათ გულწრფელად რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ხელისუფლება არ არის. ოფიციალურად მაინც.

მოსამართლის აცილების საკითხი დავაყენე, უფრო სწორად, მოვუწოდე თვითაცილებისკენ. ჩემი მისდამი გამონათქვამები გამოვაქვეყნე იმიტომ, რომ ის არის მოსამართლე, რომელმაც გააგრძელა ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ჩემს ოჯახზე თვალთვალის ღონისძიება. მე მასზე აგრესიული დამოკიდებულება გამოვთქვი და ვუთხარი, რომ გამოვიყენებდი ჩემს სასარგებლოდ ამ გარემოებას, თუ ჩავთვლიდი, რომ ჩემი უფლებები დაირღვა, ამიტომ ვუთხარი, რომ გადაწყვიტოს თვითონ აიცილოს თუ არა,“- აღნიშნავს ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები