პროკურორი: მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სხვა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში

„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ”, -ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

„საქმეს, თუ რატომ დაედო გრიფი საიდუმლო ამაზე რომ პასუხი გავცე, მომიწევს ფაქტობრივი მონაცემების გამჟღავნება, რისი უფლებაც კანონით არა მაქვს. თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო. გრიფით საიდუმლო საქმეს ენიჭება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით. ნიკა გვარამიას გააჩნდა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც იქნა დაბარებული მოწმის სახით”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები