ნათია თოდუამ კალიფორნიის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

ნათია თოდუა კალიფორნიის საერთაშორისო ფესტივალ Music Video Underground Festival-ის გამარჯვებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნათია თოდუამ ყველას აჯობა ნომინაციაში „საუკეთესო სოლო შემსრულებელი“. კონკურსი კალიფორნიაში იმართება. ნათია თოდუამ Love letter  იმღერა.
ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ვიდეორგოლების კონკურსი ყოველთვიურად იმართება და მასში მთელი მსოფლიოდან შერჩეული შემსრულებლები მონაწილეობენ.
ნათია თოდუა გერმანიაში პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის (The Voice of Germany) გამარჯვებული და საქართველოს პირველი არხის მეგაშოუს – „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები