ირაკლი ოქრუაშვილს მის მიერვე აცილებული ადვოკატის დაბრუნება სურს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. როგორც მან განაცხადა, მას თავისი ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის დაბრუნება სურს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ ოქრუაშვილს განუცხადა, რომ მას ადვოკატის აცილების მოთხოვნის მიზეზი არ დაუსახელებია.

​მოგვიანებით, მოსამართლესა და ბრალდებულს შორის კითვა-პასუხი შედგა, რაზეც მოსამართლემ ოქრუაშვილს განუცხადა, რომ “ცინიზმის და ირონიულ დამოკიდებულებას” თუ გააგრძელებდა, სასამართლო დარბაზს დაატოვებინებდა.

შეგახსენებთ, ​ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები