ბექა ნაცვლიშვილი: მაჟორიტარ ჯგუფთა ახალი ინიციატივა ორი პოლიტიკური ძალის უაზრო, თითქოსდა ბრძოლის სიმულაციაა

ყველა სხვა პრობლემა, რომელიც მოქალაქეების წინაშე დგას – ინფლაცია, სიღარიბე, დასაქმება, მიგრაცია და ა.შ. აი ამ საკითხების განხილვის საფუძველზე, აწი გადაიფარება საარჩევნო პროცესით, – ამის შესახებ დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარ ჯგუფთა ახალი ინიციატივა, ორი პოლიტიკური ძალის “უაზრო, თითქოსდა ბრძოლის სიმულაციაა“.

“ჩვენს პოლიტიკაში რაც ხდება, ეს არის სიმულაციის გაგრძელება. იცით, რომ “ევროპულმა საქართველომაც“ დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ასევე სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და “ქართული ოცნებაც“ არეგისტრირებს. აი, ეს არის ორი პოლიტიკური ძალის ამ უაზრო, თითქოს ბრძოლის სიმულაციის გაგრძელება. ყველა სხვა პრობლემა, რომელიც მოქალაქეების წინაშე დგას – ინფლაცია, სიღარიბე, დასაქმება, მიგრაცია და ა.შ. აი ამ საკითხების განხილვის საფუძველზე, აწი გადაიფარება საარჩევნო პროცესით. ამ ორ დიდ ძალას არ ექნება იმის ვალდებულება, რომ რეალურ პრობლემებზე ისაუბროს, არამედ გააგრძელებს თავის საკონსტიტუციო ინიციატივების განხილვაზე საუბარს და ეს იქნება ამ ქვეყნის ისევ ჩაძირვა ისე ღრმად, რომ მისი ამოყვანა ძალიან გართულდება. თითქოს “ოცნებაში“ უკვე იმხელა უმრავლესობა შეიქმნა მაჟორიტარების მომხრეების, რომ ამისთვის დისკუსიები სჭირდებათ. ეს ჩვეულებრივი პიარული სვლაა, რათა სხვა საკითხებზე მოხდეს ყურადღების გადატანა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები