დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში სტუდენტური პრემიერა – „სიზმარი“ დაიდგმება

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში (აუდიტორია №1) წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი – „სიზმარი“ (სცენები უილიამ შექსპირის პიესიდან „ზაფხულის ღამის სიზმარი“).
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის III კურსის საკურსო ნამუშევარია.
დამდგმელი რეჟისორი: გოგი მარგველაშვილი; მხატვარი – ნინო კიტია; მეტყველების პედაგოგები: მანანა ბერიკაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ეკა ბაკურაძე.
ცეკვის პედაგოგი – კოტე ფურცელაძე; სასცენო მოძრაობა – მარიამ თავდიშვილი.
მონაწილეობენ: გივი ბალანჩივაძე, ანა გვანცელაძე, ნესტან ბარათაშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, ნინო ჩარგეიშვილი, ანი ზენაიშვილი, ნიკა გოგიჩაიშვილი, ირაკლი კერესელიძე, ნიკა ძნელაძე, ოთარ ლასხიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი დვალიშვილი-პარკაძე.
ჯგუფის ხელმძღვანელი: გოგი მარგველაშვილი;  პედაგოგი: მანანა კვირკველია (ასისტენტ-პროფესორი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები