სასტუმრო „რუმს თბილისში“ მექსიკელ რეჟისორ კარლოს რეიგადასთან შეხვედრა გაიმართება

8 დეკემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, მექსიკელ რეჟისორ კარლოს რეიგადასთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას წარუძღვება სალომე ასათიანი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მექსიკელი რეჟისორი – კარლოს რეიგადასი ნულოვანი წლების კინოს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მისი ფილმები ე.წ „ნელი კინოს“ და ტრანსცენდენტალური სტილის ნაზავია.
„რეიგადასის ნამუშევრებში ყოველთვის მაქსიმალური გულახდილობითაა აღბეჭდილი ფიზიკური თუ მეტაფიკიზური განცდები, ცხოვრების მშვენიერება და სისასტიკე, ადამიანის შიშები, ოცნებები, სიყვარული და სიძულვილი. ყოველ მომდევნო სურათში, მისთვის დამახასიათებელი სტილის გარდა, რეიგადასი ექსპერიმენტებსაც გვთავაზობს. მის ფილმებს უაღრესად დახვეწილი ექსპრესია და ხშირ შემთხვევაში პროვოკაციული სიუჟეტი გამოარჩევს. კინოს მოყვარულებს რეიგადასთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს ლეგენდარული რეჟისორისგან პირადად მოისმინონ მისი შემოქმედების შესახებ“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები