„ზღვაური-2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

6 დეკემბერს, 15:00 საათზე,  ბათუმში, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და აჭარის ა.რ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარდაჭერით, ლიტერაუტულ კონკურს „ზღვაური-2019“-ის  დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მონაწილეობენ:
• ცნობილი პოეტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები;
• შემოქმედი ბავშვები საქართველოს ყველა კუთხიდან;
• რჩეული ჟიურის წევრები;
• საუკეთესო პრიზები;
• ავტოგრაფისა და ფოტოს გადაღების უპრეცედენტო შესაძლებლობა;
•დაუვიწყარი შთაბეჭდილებები  და, რა თქმა უნდა, ზღვა ემოცია.

„დაესწარი წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიალს და გახდი ჩვენი მე-ზღვაური“, – აღნიშნულია ლიტერატურულ ჟურნალ „ზღვაურის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები