ნინო ჩაკვეტაძის საშობაო გამოფენა გაიხსნება

10 დეკემბრიდან „ნოჩა“ გალერეაში  ნინო ჩაკვეტაძის საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმოდგენილი იქნება 20 ახალი ფერწერული ნამუშევარი. შესაძლებელი იქნება კალენდრების, ბარათების, ნაძვის ხის სათამაშოების, სუფრების, ბალიშების და სხვა სუვენირების შეძენა.
აგრეთვე, შეგეძლებათ დაათვალიეროთ ნაძვის ხის ძველი სათამაშოების კოლექცია.
ჩვენს გალერეაში დაგხვდებათ თბილი, ნოსტალგიური და საშობაო განწყობა.
გამოფენა  18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა N12.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები