დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში გავალთ და შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, რადგან ხალხს სურს საკუთრი წარმომადგენელი  პარლამენტში ჰყავდეთ

ჩვენ ხალხში გავალთ და შევაგროვებთ 200 ათს ხელმოწერას, რადგან მათ სურთ, რომ საკუთრი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის” გადაცემაში „დღის ამბები” მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობისას.

ჟურმალისტის კითხვაზე: იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე შეჯერება, როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას გუნდის შიგნით, – დეპუტატმა უპასუხა, რომ მთავრობის წარმომადგენლები გავლენ ხალხში და მათ ჰკთხავენ.

„ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა. ჩვენ არ დაგვირღვევია, არც შიდა გუნდური წესები, არც პროცედურები, როცა ბოლოს უმრავლესობის სხდომა გვქონდა მაჟორიტარები კომპრომისზე წავედით იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესს არ შევეხებოდით და დავტოვებდით შერეულ სისტემას, ეს კომპრომისი გავეცით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სუფთა მაჟორიტარულ, ამერიკულ სისტემაზე გადასვლას, ამისათვის ყველა პროცედურა დავიცავით ჩვენ გავდივართ ხალხში, მათ უნდა ვკითხოთ. ხომ არ ვჯიუტობთ, რომ მხოლოდ 10, თუნდაც 100 კაცის გადაწყვეტილებით უნდა მივიღოთ ეს ცვლილება. ჩვენ გავდივართ ხალხში, ჩვენ უნდა ვკითხოთ ხალხს. ყველა მსჯელობს დღეს იმაზე, როგორი სისტემა უნდა იყოს, მაგრამ არავინ არ ეკითხება ხალხს, პლებისციტი გაჟღერდა, თუ არა პირველ რიგში ოპოზიცია გამოვარდა ამის წინააღმდეგ, რას ჰქვია პლებისციტიო”, – აღნიშნა ხუნდაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები