დიმიტრი ხუნდაძე:  ამ პოლიტიკურ სპექტრთან, ამ მენიუში, შეუძლებელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება

„როგორია პოლიტიკური სპექტრის მენიუ? არის პრორუსული მიმართულება, რაც ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც მიუღებელია, რამეთუ ჩვენი საგარეო ვექტორი არის განსაზღვრული, და მეორე – ამ მენიუში არის კიდევ უფრო მეტი ხიფათის შემცველი ნაციონალური მოძრაობა” , –  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის” გადაცემაში „დღის ქრონიკა” სტუმრობსას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ  არსებობდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური სპექტრი დამშვიდდება და გახდება კონსტრუქციული, თუმცა ასე არ მოხდა.

“ჩემი ერთ-ერთი კომპრომისი იყო პირობადებული და გუნდისგან იყო შემოთავაზებული, რომ ერთიანად წარვდგეთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით, იმიტომ, რომ 2024-ში მიღებული გვაქვს და მოდი გადმოვწიოთ ვადა. არსებობდა მოლოდინი, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი დამშვიდდება და გახდება კონსტრუქციული. მე ამის არ მეჯერა, მაგრამ გუნდთან წავედი კომპრომისზე. მაგრამ ვხედავ ქუჩა ისევ არეულია, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, საპატრიარქოზე პრაქტიკულად სპეცოპერაცია განხორციელდა. მე კიდევ ერთხელ გამიჩნდა შიში იმისა და მოლოდინი, ფაქტიურად თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრთან ამ მენიუში შეუძლებელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება”, – განაცხადა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – დღევანდელი არსებული სიტუაციის შეფასებისას, არის თუ არა მეტი სტაბილურობა მას შემდეგ, რაც პროპორციული სისტემის კენჭისყრა ჩავარდა, მან უპასუხა, რომ ჩვენ დღეს, ამ რეგიონში, სადაც პოლიტიკური რყევები საკმაოდ მძლავრია, სადაც პრაქტიკულად ვართ საომარ მდგომარეობაში, სადაც რუსეთის პირდაპირი ინტერესია, რომ მთავრობა იყოს რყევადი ამორფული და არა ძლიერი, არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების დრო.

„ფაქტია დავუშვით შეცდომა, მაგრამ სანამ ეს შეცდომა რეალურ რისკებს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში და უფრო რეალურს გახდის, ჯობია ჩვენვე გამოვასწოროთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომა. ეს იქნება ყველაზე მისაღები სისტემა ჩვენი რეალობისათვის ამ პოლიტიკურ სპექტრში და ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ხედავთ, რომ პარტიული სტრუქტურა არის სამალავები კარგად თუ ცუდად ცნობადი პოლიტიკოსებისათვის, ასევე პარტიული ნეპოტიზმი დევს თვალწინ, მაგალითად პოლიტიკოსების შვილები წამოვიდნენ წინა პლანზე, ეს არ არის ოჯახური ბიზნესი. თუ ჭირდებათ პოლიტიკური მომავალი, გამოვიდნენ ღია სცენაზე საზოგადოების წინაშე და პირდაპირი მხარდაჭერა მოიპოვონ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები