გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ნადარაია, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ომარ ბგანბა დაინიშნა.

ნადარაია ე.წ. თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

რაც შეეხება ომარ ბგანბას, მან მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი დაამთავრა.

2016 წლიდან დღემდე, სოფელ გულრიფშის ე.წ. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები