პოლონეთში ერთ-ერთ სახლში გაზმა გაჟონა, დაღუპულია ოჯახის 8 წევრი

პოლონეთის, ქალაქ შჩირკში საცხოვრებელ სახლში გაზმა გაჟონა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია, რომელთა ცხედრები მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სახლში 9 ადამიანი ცხოვრობდა, აფეთქების მომენტში კი, ოჯახის ერთი წევრი სამსახურში იმყოფებოდა.

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი, შესაძლოა გაზსადენის დაზიანება გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები