კამპანია – “ნუ მოჭრი, მორთე” დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წინასაახალწლოდ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას – “ნუ მოჭრი-მორთე” იწყებს, რომლის მიზანს წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
წინაინასაახალწლო კამპანია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა დაანონსა, რომელმაც ყურადღება კამპანიის მნიშვნელობაზე, მიზნებზე და ასევე მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე გაამახვილა​.
განათლების ცენტრის​ ინფორმაციით, ​კამპანია – “ნუ მოჭრი, მორთე” ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები